Menu iconMenu Close icon
Qari logo
ზოგადი ინფორმაცია
  • როგორ გამოვიყენო ქარი?
    1. დარეგისტრიდი: ჩამოტვირთე აპლიკაცია Qari App (iOS ან Android) და დაამატე შენი მართვის მოწმობა და საბანკო ბარათი. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ შეძლებ ისარგებლო აპლიკაციით.

    2. იქირავე: გახსენი ჩვენი რუკა და დაჯავშნე უახლოესი მოპედი. შეამოწმე დაზიანებისთვის და დაიწყე რაიდი. თანხა წუთების მიხედვით დაანგარიშდება.

    3. დაასრულე მგზავრობა: გააჩერე მოპედი ჩვენს მწვანედ მონიშნულ საპარკინგო ზონაში და დაასრულე რაიდი აპლიკაციის მეშვეობით.  

  • რომელ ქალაქებშია ქარი?

    ამ ეტაპზე ქარი მხოლოდ თბილისშია. 

     

  • რა ღირს მოპედის ქირაობა?

    მგზავრობის საფასური წუთებით ანგარიშდება.

    ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. დამატებითი ჯავშნის ღირებულებაა: 5 წუთი - 1 ₾ და 10 წუთი - 2 ₾

    ტარების ყოველი წუთი 0.55 ₾, პარკირების რეჟიმში წუთი 0.10 ₾.

    დამატებით შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი მგზავრობა 0.05 ₾ წუთში, დაზიანების საფასურის შესამცირებლად (არჩევითი, შეგიძლიათ აპლიკაციაში შეიძინოთ)

     

  • რეგისტრაცია
  • როგორ დავრეგისტრირდე მოპედის სატარებლად?

    გადმოწერე აპლიკაცია Qari App (iOS ან Android) და მიყევი ინსტრუქციას: შეიყვანე პირადი მონაცემები, საბანკო ბარათი და ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა.

  • კიდევ რა მჭირდება მოპედის სამართავად?

    მოპედის სამართავად უნდა იყო 18 წელს ზემოთ და ფლობდე ნებისმიერი კლასის მართვის მოწმობას, საერთაშორისოს ჩათვლით. ეს ინფორმაცია დაგჭირდება აპლიკაციაზე დასარეგისტრირებლად.

  • როგორ წარმოვადგინო ჩემი მართვის მოწმობა?

    მართვის მოწმობის დადასტურება ქარის აპლიკაციაზე, სპეციალური სერვისის, Veriff-ს საშუალებით ხდება. Veriff სინქრონულ იდენტიფიკაციას ახდენს მოწმობასა და მფლობელის.

  • რაიდი
  • რა წამოვიღო რაიდისთვის?

    რაიდისთვის თან იქონიე ტელეფონი. მოპედის საბარგულში ორი ჩაფხუტია მოთავსებული.

     

  • როგორ დავიწყო რაიდი?

    დაათვალიერე მოპედი, სანამ რაიდს დაიწყებ. თუ დაზიანებას შეამჩნევ, გახსენი აპლიკაცია და დაარეპორტე, რომელიც მონიშნული მოპედის ზედა, მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. აირჩიე შესაბამისი ზიანის კატეგორია და გადაუღე ფოტო.

    აპლიკაციაში დააჭირე „ჩართე ქარი“ . მოპედის ჩართვას განიშნებს ხმოვანი სიგნალი და ეკრანის ანთება. საბარგული უკანა მხრიდან იხსნება წითელი ღილაკით.

    მოპედზე 240 კგ-ზე მეტი წონა სახიფათოა, არ იმგზავრო ერთზე მეტ ადამიანთან ან გადაადგილო მძიმე ტვირთი.

     

  • რა უნდა გავაკეთო სანამ მოპედზე დავჯდები?

    სანამ დაჯდები მოპედზე, დაათვალიერე და შეგვატყობინე თუ რაიმე დაზიანებას შეამჩნევ. 

    ამით ხელს უწყობ საკუთარ და სხვა რაიდერების უსაფრთხოებას და გვეხმარები მოპედის კარგად შენახვაში.

    დაზიანების შეტყობინება შეგიძლია აპლიკაციაში ძახილის ნიშანზე დაჭერით, რომელიც მონიშნული მოპედის გასწვრივ ხატია.

    აირჩიე სწორი კატეგორია და გადაუღე ფოტო

  • როგორ დავჯავშნო მოპედი?

    გაიგე აპლიკაციით რომელი მოპედია რუკაზე უფრო ახლოს და დააჭირე არჩეულ მოპედს. გაქვს 5 წუთიანი უფასო რეზერვაცია.

    თუ უკვე მოპედთან ხარ, დაასკანერე საჭეზე მდებარე QR კოდი აპლიკაციიდან და დაიწყე რაიდი. 

     

  • მაქვს თუ არა უფლება მოპედი ქარის ზონებს გარეთ ვატარო?

    მოპედით გადაადგილება მხოლოდ აპლიკაციაზე მონიშნულ ზონებში შეიძლება. ჩვენი რეკომენდაციაა რაიდის დაწყებამდე ყოველთვის შეხედო რუკას.

    დარწმუნდი, რომ მოპედს საკმარისი ენერგია აქვს დაგეგმილი მგზავრობისთვის. 100%-ით დატენილი ბატარეა დაახლოებით 45 კმ-ს გადის, თუმცა ბატარეის ხანგრძლივობაზე მოქმედებს წონა, სიჩქარე და სავალი გზის სირთულეც. 

     

  • როგორ გავიკეთო ჩაფხუტი?

    მოპედის საბარგულში ორი სხვადასხვა ზომის ჩაფხუტია მოთავსებული.

    შეგვატყობინე აპლიკაციის მეშვეობით თუ ეს ასე არაა.

    გამოიყენე ჩაფხუტი უსაფრთხოებისთვის და რაიდის დასრულებისას დააბრუნე.

    ჩაფხუტის დაზიანების, დაკარგვის ან მითვისების შემთხვევაში დაგეკისრება ჯარიმა.

     

  • ერთჯერადი სამედიცინო ქუდი

    საბარგულში ერთჯერადი ჰიგიენური ქუდების კომპლექტია მოთავსებული.

    გაითვალისწინე გარემო და სხვა რაიდერები, არ გამოიყენო იმაზე მეტი ვიდრე გჭირდება.

  • როგორ ჩავრთო მოპედი?
    1. გადმოიყვანე მოპედი სადგამიდან და მომართე საჭირო პოზიციაში.

    2. დააჭირე „Start-ის” ღილაკს და გეჭიროს რამდენიმე წამით, სანამ სამართავ ეკრანზე არ აინთება წარწერა „Ready.”

  • როგორ დავასრულო რაიდი?

    გააჩერე მოპედი ნებისმიერ აპლიკაციაზე მოცემულ მწვანე, ანუ საპარკინგე ზონაში.

    დააყენე მოპედი ისე, რომ ხელი არ შეუშალო ფეხით მოსიარულეებს და სხვა მგზავრებს.

    რაიდის დასრულებამდე, დარწმუნდი, რომ ორივე ჩაფხუტი საბარგულშია და საბარგული ნამდვილად ჩაიკეტა.

    ჩაფხუტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაგეკისრება ჯარიმა.

    ელ-ფოსტაზე მოგივა დასრულებული რაიდის დეტალები, შენი რაიდის ისტორია კი აპლიკაციაზეა მისაწვდომი. 

    თუ რაიდის ნებისმიერ ეტაპზე გაჩნდა რაიმე პრობლემა, დაგვიკავშირდი აპლიკაციის დახმარების ჩატით.

     

  • ჩემი საბარგული არ იხსნება, რა ვქნა?

    საბარგული იხსნება წითელი ღილაკით უკანა მხირდან. გახსნას ასევე განიშნებს დაწკაპუნების ხმა. თუ რაიდი დაიწყო მაგრამ საბარგული არ იხსნება, გააუქმე ან დაასრულე რაიდი და დაგვიკავშირდი აპლიკაციის დახმარების ჩატით.

  • რომელ გზებზე მაქვს აკრძალული მოპედის ტარება?

    აპლიკაციის რუკაზე აკრძალული ზონები წითლადაა მონიშნული, ხოლო პარკირების ზონები მწვანედ. ჩვენი რეკომენდაციაა რაიდის დაწყებამდე ყოველთვის შეხედო რუკას. ასევე, გაითვალისწინე საქართველოს კანონმდებლობის საგზაო წესები და რეგულაციები.

     

  • ვერ ვასრულებ რაიდს, რა უნდა ვქნა?

    თუ რაიდი აპლიკაციის საშუალებით არ სრულდება, მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. გადაამოწმე:

    მოპედი უნდა მდებარეობდეს რაიდის დასრულების ზონაში, რომელიც აპლიკაციაში მწვანედაა მონიშნული. 

    მოპედი უნდა იდგეს სპეციალურ სადგამზე.

    საბარგული კარგად უნდა იყოს დახურული და ჩაფხუტები საბარგულში განთავსებული (ნაპირებსა და საკეტში არ უნდა იყოს მოყოლილი თასმები, მყარი საგნები თუ სხვა ელემენტები).

    თუ ყველა ზემოთ მოცემული ნაბიჯები უკვე გაითვალისწინე და რაიდი მაინც არ სრულდება, დაგვიკავშირდი აპლიკაციაზე დახმარების ჩატით.

     

     

  • პაუზის რეჟიმი
  • შეიძლება მოპედი დროებით დავაპარკინგო და მოგვიანებით გავაგრძელო ტარება?

    რაიდის დროებით გასაჩერებლად გამოიყენე „პაუზის“ ფუნქცია აპლიკაციაზე, რომელიც ორი ვერტიკალური ხაზით აღინიშნება. ეს ჯავშანს აქტიურს დატოვებს და ამავდროულად დაბლოკავს მოპედს.

    რაიდის გასაგრძელებლად დააჭირე „გაგრძელებას“ იმავე ადგილას აპლიკაციაში.

  • სად და როგორ დავაპაუზო მოპედი სწორად?

    მოპედი შეგიძლია დააპაუზო ნებისმიერ ადგილას ქარის ზონებს შიგნით და ქალაქის საგზაო წესების გათვალისწინებით. ისე გააჩერე, რომ ხელი არ შეეშალოთ ფეხით, ველოსიპედით და სკუტერით მოსიარულეებს.

    დაპაუზება აკრძალულია გასასვლელებსა და შესახვევებში, კერძო და დახურულ სადგომებსა და შიდა ეზოებში. არასწორ ადგილას გაჩერებისთვის შეიძლება მიიღო პატრულისგან ჯარიმა.  

     

  • გადახდა და ტარიფები
  • სად შემიძლია, ვნახო ჩემი რაიდების ისტორია და ქვითრები?

    ყოველი დასრულებული რაიდის შემდეგ, მგზავრობის მიმოხილვა აპლიკაციაში აისახება, ელ-ფოსტით კი რაიდის ქვითარი მოგივა. აირჩიე „ისტორია“ აპლიკაციის მენიუში, რომ შენი პირადი ისტორია ნახო.

     

     

  • რა ფასები აქვს ქარის მოპედების სერვისს?

    მგზავრობის საფასური წუთებით ანგარიშდება.

    ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. დამატებითი ჯავშნის ღირებულებაა: 5 წუთი - 1 ₾ და 10 წუთი - 2 ₾

    ტარების ყოველი წუთი 0.55 ₾, პარკირების რეჟიმში წუთი 0.10 ₾.

    დამატებით შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი მგზავრობა 0.05 ₾ წუთში, დაზიანების საფასურის შესამცირებლად (არჩევითი, შეგიძლიათ აპლიკაციაში შეიძინოთ)

  • როგორ ხდება საფასურის დაანგარიშება და გადახდა?

    მგზავრობის საფასური წუთებით ანგარიშდება და ავტომატურად გეჭრება ბარათიდან რაიდის დასრულების შემდეგ.

    ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. დამატებითი ჯავშნის ღირებულებაა: 5 წუთი - 1 ₾ და 10 წუთი - 2 ₾

    ტარების ყოველი წუთი - 0.55 ₾, პარკირების რეჟიმში წუთი - 0.10 ₾

     

  • ვიხდი თუ არა რამეს როდესაც ქარს არ ვიყენებ?

    არა, მხოლოდ მაშინ იხდი თანხას, როდესაც ჩვენს სერვისებს იყენებ.

     

  • არსებობს რაიმე დამატებითი გადასახადები ან დაფარული ხარჯები?

    ქარს არ აქვს დამატებითი გადასახადი. ჩვენთან მხოლოდ სერვისში იხდი საფასურს. ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. დამატებითი ჯავშნის ღირებულებაა: 5 წუთი - 1 ₾ და 10 წუთი - 2 ₾.

    ტარების ყოველი წუთი 0.55 ₾, პარკირების რეჟიმში წუთი 0.10 ₾

    ყოველი დასრულებული რაიდის შემდეგ, მგზავრობის მიმოხილვა აპლიკაციაში აისახება, ელ-ფოსტით კი რაიდის ქვითარი მოგივა.

    აირჩიე „ისტორია“ აპლიკაციის მენიუში, რომ შენი პირადი ისტორია ნახო.

    დამატებითი სერვისის გადასახადი შეიძლება დაგეკისროს ჯარიმის სახით.

  • როგორ შევცვალო გადახდის მეთოდი?

    გადახდის მეთოდი ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო აპლიკაციის „საფულე“-დან.

  • მოპედის დაზიანება და ავტოსაგზაო შემთხვევები
  • მაქვს თუ არა მოპედის დაზიანებაზე ინფორმირების ვალდებულება?

    სავალდებულოა, შეგვატყობინო მოპედის დაზიანების შესახებ. ამით ზრუნავ შენსა და სხვა რაიდერების უსაფრთხოებაზე.

    დაათვალიერე მოპედი, სანამ რაიდს დაიწყებ. თუ დაზიანებას შეამჩნევ, გახსენი აპლიკაცია აირჩიე მოპედი და დააჭირე REPORT ღილაკს, რომელიც მონიშნული მოპედის ზედა, მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. აირჩიე შესაბამისი ზიანის კატეგორია და გადაუღე ფოტო.

     

    მცირე კატეგორიის დაზიანება - დაზიანება, რომელიც რისკს არ წარმოადგენს რაიდერისთვის და არ აბრკოლებს რაიდის მსვლელობას. ამ სახის ზიანის შეტყობინება გვაცნობებს, რომ არ ხარ კონკრეტული დაზიანების მიმყენებელი და გვეხმარება მოპედის მდგომარეობის შენარჩუნებაში.

    მნიშვნელოვანი კატეგორიის დაზიანებაამ კატეგორიის ზიანი ხიფათს წარმოადგენს რაიდერისტთვის და დაუყოვნებლივ შეტყობინებას ექვემდებარება. გატეხილი გარსის, დაკარგული სარკეების, მოშვებული საჭისა ან მომტვრეული ნაწილების შემთხვევაში, არ გამოიყენო მოპედი და დაგვიკავშირდი აპლიკაციის დახმარების ჩატით. ასევე დაგვიკავშირდი, თუ ჩაფხუტები საბარგულში არ დევს.

  • რა სახის დაზღვევა აქვს ქარს?

    მესამე პირის დაზღვევის პაკეტი მოქმედებს რაიდის ყველა ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ მოპედი დაზღვეულია ზიანზე და ავტოავარიის შემთზვევაში, მესამე პირის ზარალიც დაზღვეულია. 

  • ჩაფხუტის დაკარგვა ან დაზიანება

    რაიდის დაწყების და დასრულების დროს აუცილებელია, რომ ორი ჩაფხუტი იდოს საბარგულში. თუ რაიდის დაწყებისას რომელიმე ჩაფხუტი არ არის ადგილზე, გახსენი აპლიკაცია და ძახილის ნიშანს დააჭირე, რომელიც მონიშნული მოპედის ზედა, მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. აირჩიე შესაბამისი კატეგორია და დაამატე ფოტო.

    ჩაფხუტის დაზიანების, დაკარგვის ან მითვისების შემთხვევაში დაგეკისრება ჯარიმა.

     

  • როგორ გამოვაგზავნო დაზიანებაზე შეტყობინება რაიდის დაწყებამდე?

    დაათვალიერე მოპედი, სანამ რაიდს დაიწყებ. თუ დაზიანებას შეამჩნევ, გახსენი აპლიკაცია და REPORT ღილაკს დააჭირე, რომელიც მონიშნული მოპედის ზედა, მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. აირჩიე შესაბამისი ზიანის კატეგორია და გადაუღე ფოტო.

    სატრანსპორტო საშუალების გადაუდებელი კატეგორიის დაზიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდი აპლიკაციის დახმარების ჩატით.

  • როდისაა მართებული დაზიანებული მოპედის ადგილზე დატოვება?

    თუ მოპედი გატეხილია, აკლია ნაწილები, მოხრილია ან სხვა, არ გამოიყენო და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდი დახმარების ჩატით.

    შეწყვიტე რაიდი და დაგვიკავშირდი იმ შემთხვევაშიც, თუ მოპედი არასტაბილურად მოძრაობს ან საჭესთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.

    დახმარების ჩატს იპოვი აპლიკაციაზეც და ჩვენი ვებგვერდის მარჯვენა, ქვედა კუთხეშიც.

    მოპედის გამოყენება შეგიძლია მცირე კოსმეტიკური დაზიანებების შემთხვევაში, როგორიცაა ნაკაწრი ან გრაფიტი, თუმცა შეგვატყობინე რაიდის დაწყებამდე ზიანის შესახებ.

     

  • შემიძლია თუ არა, გავაგრძელო მოპედით მგზავრობა უმნიშვნელო ინციდენტის შემდეგ?

    უმნიშვნელო ინციდენტის შემთხვევაშიც, გააჩერე რაიდი და შეგვატყობინე აპლიკაციის დახმარების ჩატში მის შესახებ. ამის შემდეგ, მოპედი შეწყვეტს აქტივობას და ქარის ტექნიკური გუნდი მოვა ინსპექციის ჩასატარებლად.

    ავარიის შეტყობინების ზოგადი წესები:

    1. აუცილებელია დაგვიკავშირდე აპლიკაციის დახმარების ჩატით

    2. აცნობე პოლიციას გარეშე პირისაგან ზიანის მიყენების შემთხვევის შესახებ

    3. გადაუღე ფოტო დაზიანებასა და შემთხვევის ადგილს

     

  • რა შემთხვევაში უნდა დავრეკო პოლიციაში?

    თუ ავარია, რომელშიც აღმოჩნდი, განპირობებულია გარეშე პირების მიერ, ან ზიანი მიაყენა მათ ან მათ ქონებას, ყოველთვის დაუკავშირდი პოლიციას.

  • ავარიაში მოვყევი, რა უნდა გავაკეთო?

    ავარიის შემთხვევაში გადადგი შემდეგი ნაბიჯები:

    შეძლებისდაგვარად უზრუნველყავი მაქსიმალური უსაფრთხოება შემთხვევის ადგილას და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინე დაზიანებულს (ან საკუთარ თავს) პირველადი სამედიცინო დახმარება. 

    დარეკე 112-ში თუ ვინმე დაშავდა ან თუ საფრთხეზე პასუხისმგებლები გარეშე პირები არიან.

    არ დატოვო შემთხვევის ადგილი სანამ 112 ან პოლიცია არ მოვა და შეაგროვებს საჭირო ინფორმაციას.

    აცნობე პოლიციას ან სახანძრო დეპარტამენტს, რომ შენი სატრანსპორტო საშუალება ელექტრო მოპედია.

    გადაუღე ფოტოები შემთხვევის ადგილს და საჭიროების შემთხვევაში, გამოართვი პოლიციას ინციდენტის ნომერი.

    დაგვიკავშირდი: მოგვწერე აპლიკაციის დახმარების ჩატით ავარიის შესახებ. ჩვენ დაზიანების ფორმას გამოგიგზავნით, რომელიც უნდა შეავსო და გამოგვიგზავნო შემთხვევის ადგილის ფოტოებთან ერთად.

    გახსოვდეს, მესამე პირის დაზღვევის პაკეტი მოქმედებს რაიდის ყველა ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ მოპედი დაზღვეულია ზიანზე და ავტოავარიის შემთზვევაში, მესამე პირის ზარალიც დაზღვეულია. 

  • სხვა
  • მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - რამდენად დაცულია ჩემი პირადი მონაცემები?

    შენი მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე და მათზე წვდომა მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს გააჩნიათ. შენი სურათები გამოიყენება მხოლოდ მართვის მოწმობის დადასტურების მიზნით.

  • სად შეიძლება გავეცნო ზოგად წესებსა და პირობებს?

    წესები და პირობები სრულად შეგიძლია წაიკითხო აქ:

    ქირავნობის ხელშეკრულება